logo
ENG



"გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა" - ბერბოკი რომის პაპის განცხადებაზე

11 მარ 202415:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/qpbqzoihp3d51bc.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი "თეთრი დროშის" აწევის გამბედაობის შესახებ რომის პაპის სიტყვებს ეხმაურება. მისი თქმით, რომის პაპის განცხადება ვერ გაიგო.

"გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, ვერ ვიგებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ", - აღნიშნა მან.

ბერბოკის თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა, დადგეს უკრაინელი ხალხის გვერდით და ყველაფერი გააკეთოს, რომ მათ თავის დაცვა შეძლონ.

"მინიმალური შანსიც რომ არსებობდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამს, მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის. სამწუხაროდ, ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ", - ამბობს ბერბოკი. 

გუშინ რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.


close დახურვა